შენ ხარ #ტოპმძღოლი?

August 18, 2017

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ისტორიას ვიგებთ ჩვენი მგზავრებისგან, თუ როგორი აღფრთოვანებულები არიან ჩვენი მომსახურებით.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ ის მძღოლები ვინც ყველაზე მეტ კომპლიმენტს იმსახურებენ მგზავრებისგან. ეს იქნება #ტოპმძღოლი ჯილდო რომელსაც თვეში ერთხელ გამოვავლენთ და მას საჩუქრად 500 ლარი გადაეცემა.

როგორ იმუშავებს ეს კამპანია?

მგზავრები გააზიარებენ თავიანთ დაუვიწყარ გამოცდილებას სოციალური ქსელის ან აპლიკაციაში შეფასების მეშვეობით.

მძღოლი, რომელიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ასეთ გამოცდილებას შექმნის, მოხდება ნომინანტთა სიაში.

ნომინირებული მძღოლის მინიმალური რეიტინგი 4.9 ვარსკვლავი უნდა იყოს

შექმენით დაუვიწყარი გამოცდილება და შესაძლოა თქვენ გახდეთ შემდეგი გამარჯვებული!

სასარგებლო რჩევები

მგზავრებმა სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი რის გამოც ისინი 5 ვარსკვლავს უწერენ მძღოლებს.

  • დაიწყე მისალმებით და დაასრულე დამშვიდობებით

“გამარჯობა”, “კომფორტული ტემპერატურაა?”, “მუსიკა ხომ არ გაწუხებთ?” “სასიამოვნო დღეს გისურვებთ”

  • მანქანის მდგომარეობა

ყოველთვის სუფთა ავტომობილი და არანაირი სურნელები. ყველაზე კარგი სუნი აქვს სისუფთავეს.

  • მანქანის უსაფრთხოდ ტარება და მოძრაობის წესების დამორჩილება

მგზავრები ირჩევენ ტაქსიფაის იმიტომ, რომ ის არის სანდო და უსაფრთხო მომსახურება.

  • მგზავრისთვის მაღალი შეფასების დაწერის თხოვნას უკუეფქტი მოაქვს.

ნუ სთხოვთ მგზავრებს შეფასების გაზრდას ან კომენტარის დაწერას. ხშირ შემთხვევაში ეს შეფასების დაკლებას უფრო იწვევს ვიდრე მომატებას.