გაგვიზიარე შენი ტაქსიფაის ისტორია

August 20, 2017

ყოველდღიურად თბილისში, ტაქსიფაის პარტნიორი მძღოლები უამრავს მუშაობენ რათა კომფორტულად მოემსახურონ მგზავრებს. და ზოგჯერ მძღოლები აკეთებენ გაცილებით მეტს ვიდრე უბრალოდ ქალაქში გადაადგილება.

ზოგი დაკარგულ ნივთს გიბრუნებთ, ზოგიერთი ბარგის სახლში ატანაში გეხმარებათ, ზოგი თქვენს ბავშვებს ართობს და ეხუმრება გზაში ყოფნისას. ეს მომენტი ბევრ თქვენგანს გამოუცდია.

დღეიდან ჩვენ ვაწესებთ #ტოპმძღოლი – ს ჯილდოს და თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ყველა ეს დაუვიწყარი მომენტი და ისტორია გაგვიზიაროთ სოციალურ ქსელში ან აპლიკაციის მეშვეობით. თუ თქვენი ისტორია იქნა შერჩეული თქვენ მიიღებთ უფასო მგზავრობის 100 ლარიან ვაუჩერს ხოლო მძღოლი 500 ლარს მიიღებს ბონუსად.

კამპანიის დაწყების აღსანიშნავად ჩვენ უკვე გამოვავლინეთ ჩვენი პარტნიორი #ტოპმძღოლი – გიორგი!

გიორგი რამდენიმე თვეა რაც ტაქსიფაის მეშვეობით დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებს, თუმცა მას ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა მოსწონს. არ ყოფილა დღე რომ გიორგიზე კომპლიმენტებით აღსავსე წერილი არ მოეწერა მგზავრს და ვიფიქრეთ რამდენიმეს გაგიზიარებდით

ნანიკო

გუშინ არტგენიდან ტაქსით წავედი სახლში.Taxify- მანქანა მოვიდა,ხშირად დავდივარ ხოლმე ამ კომპანიის ტაქსით, მაგრამ ამ ბოლოს დიდი ხანია არ მიმგზავრიაჯერ სიგრილე მანქანაში,სასიამოვნო სუნი. შემოგვთავაზა ტკბილეულიშოკოლადისაღეჭი რეზინიტელეფონის დატენვა,Wi-Fi, რა მუსიკაც გინდათ ჩართეთოსაბარგულში მანქანის მაცივარს ვაყენებ მალე რო მგზავრებს ცივი წყალი მაინც შევთავაზო და მაქსიმალური კომფორტი შევუქმნაო.

თაკო

5    ძალიან დამღლელი დღის შემდეგ ჩემი საყვარელი კომპანიის სერვისით რომ ვსარგებლობ და ასეთი კეთილგანწყობილი მძღოლი და კეთილმოწყობილი მანქანა მხვდება, ამაზე მეტი შვება რამ უნდა მომიტანოს არც კი ვიცი. მადლობა