Taxify Business უკვე 2 წელი ბიზნესის სამსახურში

July 18, 2017

Taxify Business, ინოვაცია –  სატრანსპორტო მომსახურების სფეროში, პირველად ორი წლის წინ გამოჩნდა თბილისში. პროექტის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით.  მაგრამ, როგორც ამბობენ, მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა!

ჩვენ, დიდი ამბიციებით აღსავსე გუნდმა, მიზნად დავისახეთ თბილისში გადაადგილების კულტურის შეცვლა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, განსაკუთრებით კი იმ მენეჯერების წინაშე, რომლებმაც პირველებმა მოგვცეს შანსი გვეჩვენებინა ჩვენი შესაძლებლობები. ეს იყო პერიოდი, როდესაც Taxify ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას იწყებდა.  სწორედ ზემოთხსენებულ ადამიანებთან, ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები მომსახურების ამ სფეროს   პოპულარიზაციისთვის.

თავდაპირველად, როდესაც დავიწყეთ  შეხვედრები ორგანიზაციებთან, 10-დან 9 კომპანია გამოხატავდა აბსოლუტურ უკმაყოფილებას მანამდე არსებული სერვისის მიმწოდებლების მიმართ. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზები ჰიგიენის ნორმების დაუცველობა, მძღოლების არაპროფესიონალიზმი, მომსახურების სიძვირე,  ხარიხის კონტროლის არარსებობა  და შენიშვნებზე დაგვიანებული რეაგირება გახლდათ.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არსებული სტატუს-კვოს ცვლილება გარდაუვალი იყო და დავდეთ პირობა, რომ Taxify Business იქნებოდა სწრაფი, საიმედო და კომფორტული მომსახურება. უფრო მეტიც, დავეხმარებოდით ორგანიზაციებს დროისა და ბიუჯეტის დაზოგვაში.

და ახლა, როდესაც თვალი გადავავლეთ მიმდინარე პროცესებს, მივხვდით, რომ ჩვენ ეს შევძელით!

ყოველდღიურად, ასობით ორგანიზაცია, როგორც მცირე ასევე მსხვილი კომპანიები, სარგებლობენ Taxify Business  მომსახურებით. და ორი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვკითხეთ  მათ თუ რამდენად სწორი იყო თავდაპირველი გადაწყვეტილება,  პასუხი ღიმილიანი და ემოციურია, მათ არასოდეს წარმოედგინათ, რომ ტაქსის მომსახურების სერვისი ასეთი მარტივი, კომფორტული და რაც მთავარია საიმედო იქნებოდა.

აქვე ვიფიქრეთ, გაგიზიაროთ კომპანიების გამოცდილება, თუ როგორ ვცვლით ქალაქში გადაადგილების კულტურას.

სანდრო დარსაველიძე, კომპანია “Iberia Food Company” (KFC) – ის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი:

გახსნის დღიდან სხვადასხვა ტაქსის კომპანიებთან ვთანამშრომლობდით, თუმცა ჩვენი საბოლოო არჩევანი ტაქსიფაი გახდა, რადგან ტაქსიფაის მომსახურების ხარისხი და ფასი საუკეთესოა ქართულ ბაზარზე, ის გამოირჩევა გამოძახების მოსახერხებელი მეთოდებითა და კატეგორიებით.

ტაქსიფაის პროგრამა იძლევა სრულიად ამომწურავ ინფორმაციას თოთოეულ გამოძახებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მძღოლები ყოველთვის მოდიან დროულად, უკვე იცნობენ ჩვენ ქსელს, იციან ჩვენი ლოკაციები, რაც კიდევ უფრო ამარტივებს და სანდოს ხდის თანამშრომლობას”

ირმა გაგნიძე TBC Insuranc-ის ადმინისტრაციისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი :

“მომსახურებით კმაყოფილები ვართ, ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია Taxify Business- ის გამოძახების მეთოდი და კატეგორიები.” აღნიშნავს ქალბატონი ირმა. თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ  როგორც ეკო, ასევე პრემიუმ  მომსახურება.

“თვის ჭრილში ძალიან მარტივად ვახორციელებ ხარჯების კონტროლს. სპეციალურად შექმნილი ბიზნეს ანგარიშის საშუალებით. რაც შეეხება  მომსახურების სანდოობას, ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია”.

თამარ ნინუა, კომპანია Geocell- ის ადმინისტრაციის  სპეციალისტი:

„დროის ცვლილებასთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება მომსახურების სხვადასხვა სფეროსთან დამოკიდებულებაც. თუ ადრე მხოლოდ სატელეფონო ზარით იყო შესაძლებელი ტაქსის გამოძახება, თანამედროვეობამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულია მობილურის ეკრანზე აკონტროლოს ავტომობილის გადაადგილების მარშრუტი და დრო, ამიტომ აპლიკაციით გამოძახების ხერხმა გაამართლა.

ჯეოსელი, როგორც ერთ-ერთი ნოვატორი კომპანია საქართველოში, ყოველთვის მიჰყვება სიახლეებს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, ამიტომ  ტაქსიფაისთან ხელშეკრულება მალევე დაიდო.

ბიზნეს ანგარიშის გამოყენება და კონტროლი ძალიან მარტივია, მგზავრობის ღირებულების გადახდისას, ანგარიშზე მიბმული მომხმარებლები ირჩევენ კომპანიის ანგარიშს. ამ მეთოდით თითოეულ თანამშრომელზე რეპორტინგიც მაქსიმალურად გაიოლებულია.“

წარმატებული კომპანიები, ირჩევენ ტაქსიფაი ბიზნესს.

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის!

თუ თქვენც გადაწყვეტთ გახდით ჩვენი ბიზნეს კლიენტი დააჭირეთ აქ