მეტი ვიდრე ტრანსპორტი

May 19, 2017

უკვე სამი წელია, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ  თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს. გვინდოდა, ჩვენი მადლიერება ასევე პოზიტიური გზით გამოგვეხატა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ საგანმანათლებლო  კამპანია ქართველი ჯარისკაცების შვილებითვის. ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ის მადლიარება და ემოცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ბავშვებისგან.

გასული წლის დეკემბრიდან, ყოველი შესრულებული შეკვეთიდან ჩვენ 5 თეთრს ვრიცხავდით საქველმოქმედო კაპმანიის დასაფინანსებლად, და ჩვენი მძღოლების უმეტესმა ნაწილმაც ასევე საკუთარი შემოსავლიდან გაიღო სახსრები.

დღეს კი მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ 4 თვიანი ინტენსიური სწავლების კურსი წარმატებით დასრულდა. 32 მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა აღმოეჩინა ახალი ტექნოლოგიები და გაეცნოთ ახალი მეგობრები, რომელიც ჩვენი რწმენით დაეხმარებათ ნათელი და წარმატებული მომავალის შექმნაში.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, იმისთვის რომ ირჩევთ Taxify-ს, რამაც ხელი შეუწყო პროექტის განხორციელებას.

ჩვენ კვლავ ვრჩებით საზოგადოების სამსახურში და გავაგრძელებთ ახალ შესაძლებლობების ძიებას, რომლებიც აუცილებლად დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაზე.

Taxify ♥ საქართველო