თბილისში უსაფრთხო გადაადგილების საშუალება

March 26, 2017

  • რამდენად უსაფრთხოა გადაადგილება?…
  • შემიძლია ღამის საათებში ვიყო მშვიდად ტაქსიფაით სარგებლობისას?…
  • მცირეწოლვანი ბავშვი რომ წაიყვანოს მძღოლმა, შემიძლია ვენდო?…
  • ბარათს ვერ მივაბამ, მეშინია …

ეს იმ კითხვების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ხშირად მოგვმართავენ მგზავრები. როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, როდესაც ქალაქში  სატრანსპორტო საშუალებების დიდი არჩევანია.

ერთი შეხედვით, ტაქსის მთავარი ფუნქციაა მიგვიყვანოს დანიშნულების ადგილას, და რამდენადაც თბილისი არც ისე დიდი ქალაქია, მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 10-15 წუთია. რა შეიძლება მოხდეს  ამ დროის განმავლობაში ისეთი, რამაც შეიძლება ჩვენზე უარყოფითად იმოქმედოს?

მიუხედავად იმისა, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, ტაქსი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და საიმედო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება, არაკომფორტული მგზავრობის მოლოდინი მაინც არსებობს.

რა პრობლემები აწუხებთ მგზავრებს?

1 – რამდენად უსაფრთხოა გადაადგილება?

ყველაზე მეტად ალბათ მაინც ოჯახის წევრებს ვენდობით საჭესთან, მაგრამ რა ვქნათ როდესაც ისინი დაკავებული არიან? მგზავრების უსაფრთხოება ტაქსიფაისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, დაწესდა მკაცრი სტანდარტები ავტომობილის რეგისტრაციისას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტომობილი გაივლის შემოწმებას, როგორიცაა ავტომობილის წლოვანება, გამართული სავალი ნაწილი და ვიზუალი, ის რეგისტრირდება ტაქსიფაის აპლიკაციაში. რაც შეეხება მძღოლებს, – მათ უტარდებათ სპეციალური სასწავლო ტრეინინგები.

აპლიკაცია მგზავრისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა მიიღოს ინფორმაცია წინასწარ, თუ რა მარკის ავტომობილი მიაკითხავს და ვინ მართავს მას.  თვალი ადევნოს რუკას და აკონტროლოს გადაადგილება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ  ტაქსიფაის პარტნიორი მძღოლი არის სანდო, რადგან ის პასუხისმგებელია კომპანიის წინაშე.

2 – შემიძლია ღამის საათებში ვიყო მშვიდად ტაქსიფაით სარგებლობისას?

მართალია თბილისის ქუჩები ბნელი არ არის, თუმცა გვიან ღამით უცხო მანქანით გადაადგილება ბევრისთვის საფრთხესთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის. ამ დროს ცდილობ არ გათიშო მობილური ტელეფონი, რომ გაუგებრობის შემთხვევაში ახლობელმა ადამიანმა შეძლოს შენი დახმარება. ტაქსიფაიში მსგავსი შემთხვევები არ არსებობს და შესაბამისად, ღამის საათებში მგზავრობისას, ტელეფონზე  საუბრის ნაცვლად,  შეგიძლიათ დატკბეთ თბილისის ულამაზესი ხედებით, სასიამოვნო მუსიკის ფონზე. უფრო მეტიც, ტაქსიფაის აპლიკაციით, მგზავრს შეუძლია კონკრეტული მგზავრობა  გაუზიაროს მეგობარს ან ოჯახის წევრს, მან კი თვალი ადევნოს შეკვეთის მიმდინარეობას. გააზიარე შენი მგზ ავრობა!

2014 წლიდან დღემდე, ყოველდღიურად ათასობით მგზავრი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება ტაქსიფაის აპლიკაციის საშუალებით, გვენდობიან და იციან, რომ დროულად აღმოჩნდებიან დანიშნულების ადგილზე, იქნება ეს საქმიანი, ტურისტული თუ პირადი მიზნებისთვის.  კატეგორიების მიხედვით ირჩევენ სასურველ ავტომობილს და მგზავრობის დასრულების შემდეგ, რეკომენდაციის სახით, ყოველთვის ტოვებენ გამოხმაურებას

3 – მცირეწოლვანი ბავშვი რომ წაიყვანოს მძღოლმა, შემიძლია ვენდო?

თბილისის ცხოვრების რიტმი ძალიან ჩქარია და ყველა სფერო, სამსახურეობრივი თუ პირადი, ჩვენი მოსაგვარებელია.  ბავშვის სკოლიდან გამოყვანა იქნება  ეს თუ სპორტულ აქტივობებზე გაგზავნა.

თუ ადრე საჭირო იყო შვილისთვის პირადი მძღოლის აყვანა, ახლა ამ ფუნქციას ტაქსიფაი ასრულებს. იცოდით, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ აპლიკაციაში ინტეგრირებული, ძალიან სასარგებლო ფუნქციით   “გაუზიარე მგზავრობა”, რას ნიშნავს ეს? ბავშვი მგზავრობს, მშობელი კი, ცალმხრივად აკონტროლებს მდებარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მძღოლთან დარეკვაც. თქვენ  შეგიძლიათ იყოთ მშვიდად სამსახურში, რადგან თქვენ შვილს მოემსახურება კომფორტული და არამწეველი ავტომობილი, თანაც არც მის მუსიკალურ გემოვნებას ემუქრება საფრთხე. ტაქსფაიში ხომ ყოველთვის სასიამოვნო განწყობაა.

4 – ბარათს ვერ მივაბამ, მეშინია …

ჩვენი კომპანია უსაფრთხოებას უდიდეს მნიშვნელობას აქცევს, ბართით გადახდის ფუნქიის დანერგვისას ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტიც სისტემის უსაფრთხოება იყო, ამიტომ ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სიმედო კომპანიაზე რომელსაც დაცვის ყველაზე თანამედროვე სისტემები აქვს – ეს კომპანია გახლავთ Adyen-ი. მოდით ახლა გავიხსენოთ რამდენჯერ შეგვქმნია პრობლემა როდესაც არ გვქონია ნაღდი ფული, და ის უხერხული მომენტი, დიდი მოკრძალებით რომ უნდა ვთხოვოთ მძღოლს მიმდებარე ბანკომატთან გაგვიჩეროს მანქანა. და ამ დროს რა ხდება? გვიწევს იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე ეს გათვლილი გვქონდა. უფრო მეტიც, ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, რომ მძღოლს ექნება შესაბამისი ხურდა უკან დასაბრუნებლად.  არა და არსებობს საუკეთესო გზა ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად. მარტივად, მძღოლთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, შესაძლებელია მგზავრობის ღირებულების გადახდა ბარათით, მაგრამ საკრედიტო ბარათის ტარება სულაც არ გჭირდებათ. მხოლოდ ერთხელ დაამატებთ ბარათს აპლიკაციაში და ზემოთხსენებული პრობლემებიც შესაბამისად მოგვარდება. გაიგე როგორ გადაიხადო ბარათით

გარდა იმისა, რომ ბარათით გადახდის ფუნქცია თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავს, ქართულ სტუმართმოყვარეობაზეც დადებითად აისახება.  ალბათ ხშირად გაქვთ სურვილი რომ  დაპატიჟოთ და სამაგალითოდ უმასპინძლოთ სტუმარს, ამის იდეალური დაგვირგვინება იქნება თუ მას კომფორტულად ამგზავრებთ, ხოლო საფასურს, პატივისცემის ნიშნად, თავად გადაიხდით. ასეთ შემთხვევაში ბარათით გადახდის ფუნქცია იდეალური გამოსავალია.

იცოდეთ, რომ მგზავრობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითზე შეგიძლიათ აპლიკაციიდან მოგვწეროთ და ტაქსიფაის გუნდი ყოველთვის დაგეხმარებათ.