გაიცანით! მერი ჩვენი პარტნიორი

February 28, 2017

„მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია” ამბობს 24 წლის მერი, „მაგრამ ბევრჯერ უთქვამთ რომ სხვა საქმით დავკავებულიყავი“

ამ მოსაზრებას ალბათ ქალბატონების დიდი ნაწილიც დაეთანხმება. მერის თქმით აპლიკაციის გარეშე არასდროს იცი ვინ შეიძლება აღმოჩნდეს შენი ავტომობილის უკანა სავარძელზე და ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ დროს ალბათ უზომოდ მთვრალ, უცხო ადამიანებთან ერთად ღამით  მგზავრობაა.

Taxify არის Ridesharing Service, რომელით მგზავრობაც შეუძლებელია ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის გარეშე, ხოლო ყოველ გადაადგილებას აფიქსირებს GPS-ი, ეს ყოველივე კი მინიმუმამდე ამცირებს უცნობი ადამიანის მიერ აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას. “კომპანიის თავისუფალი გრაფიკი და დაცულობა მაძლევს საშუალებას მე თვითონ გადავწყვიტო სად და როდის ვიმუშაო” – ამბობს მერი.

მერის აქვს სამსახური და სტაბილური ხელფასი, თუმცა არც თავისუფალი დრო აკლია, “უამრავი მისწრაფება მაქვს, ყოველი მათგანი კი ხარჯთანაა დაკავშირებული, Taxify კი დამატებითი შემოსავლის წყაროდ ვაქციე”.

„ამბობენ გოგოები საჭეს ვერ მართავენო, უცნაურია თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალების მიერ  გამოწვეული ავტო-საგზაო შემთხვევები ძალიან მცირე პროცენტს შეადგენს ასეთი შემთხვევების მთლიან სტატისტიკაში“. ვინც იყენებს  Taxify-ს აპლიკაციას, იცის, რომ ხარისხი არის კომპანიის პრიორიტეტი, ხოლო მისი შენარჩუნება და კონტროლი ხდება შეფასების 5-ვარსკვლავიანი სისტემის მეშვეობით. კრიტერიუმი უამრავია, თუმცა ტოპ ხუთეულში შედის მანქანის მართვის ხარისხი. “მოტივაცია საბოლოო ჯამში სრულყოფს ჩემს უნარ-ჩვევებს. ვზრუნავ რომ რეიტინგი 5 ვარსკვლავს არ ჩამოსცდეს, – ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“

“მსიამოვნებს, როდესაც შვებას ვხედავ უიმედოდ დარჩენილი, უცხოელი მგზავრების თვალებში, როდესაც იგებენ რომ ვსაუბრობ მათ ენაზე და ვიცი ის ადგილები სადაც ცხოვრობენ. შეუძლებელია ამ დროს მოიწყინო, Taxify-ს მგზავებთან კომუნიკაცია მაძლევს საშუალებას ყველა მოვლენის ეპიცენტრში ვიყო“.

ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, რადგან მგზავრი შეიძლება უამრავი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი აღმოჩნდეს, ნიჭიერი სტუდენტი, წარმატებული ხელოვანი, დამწყები ბიზნეს-ადამიანი, ცნობისმოყვარე ტურისტი და მრავალი განსხვავებული ინტერესის მქონე ინდივიდი, ყოველ მათგანს კი Taxify აერთიანებს.