ყველაფერი იწყება ასე

January 28, 2017

ჩვენი ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, გმირების შვილებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დავიწყეთ.

პროექტის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის სასწავლო კურსები ჩატარდება. 3 თვის განმავლობაში 35 ახალგაზრდა ტექნოპარკში 4 სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლის. პროექტის ბოლო ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეების შვილები თავად შექმნიან შესაბამის პროდუქტს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სივრცეში გამოიფინება.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისათვის.

პროექტი ოფიციალურად 27 იანვარს გაიხსნა, მისი მონაწილე ახალგაზრდები ტექნოპარკს ეწვივნენ და მათთვის საინტერესო მიმართულებები შეარჩიეს. უშუალოდ სასწავლო კურსი სტარტს თებერვლის დასაწყისში აიღებს.

ტაქსიფაის ქველმოქმედება

პროექტს დემოკრატიის ლაბორატორია, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ვახორციელებთ.