ადაპტირებული ტაქსების დროა

April 17, 2016

კომპანია ტაქსიფაი უკვე წელიწადზე მეტია რაც თბილისში ოპერირებს და ათასობით მგზავრი გადაყავს ქალაქის მასშტაბით ყოველდღე. ჩვენი კომპანია უამრავ რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ მგზავრებს ყველაზე უსაფრთხო, სანდო და კომფორტული სერვისი მიაწოდოს თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკმარისი არ არის. თავისუფალი გადაადგილება კაცობრიობის ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური მონაპოვარია და ჩვენ გვჯერა, რომ შშმ პირები არ უნდა იყვნენ გამონაკლისი. ჩვენი მიზანია დღევანდელი “status quo” დავარღვიოთ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გადაადგილების ხელმისაწვდომობა გავზარდოთ.

0001-213785860

ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი რომელიც ჩაერთვება ჩვენს ქსელში ავტომობილით რომელიც იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის სრულად გათავისუფლდება საკომისიო გადასახადისგან.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ერთად შევცვლით ტაქსის კულტურას საქართველოში!