დინამიური საფასო სისტემა

April 15, 2016

ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ მგზავრს მივაწოდოთ ხარისხიანი სერვისი და ამავდროულად მეტ მძღოლს ვუბიძგოთ პიკის საათის დროს მუშაობისკენ. ამიტომ, კომპანია ტაქსიფაიმ დანერგა მსოფლიოში აპრობირებული დინამიური საფასო სისტემა რაც გულისხმობს ფასის ცვლილებას მოთხოვნის შესაბამისად.

რა არის და როგორ მუშაობს დინამიური საფასო სისტემა?

მგზავრობის საფასური იზრება როდესაც იზრდება მოთხოვნა მომსახურებაზე და ახლოსმდებარე თავისუფალი მანქანები აღარ არის ხელმისაწვდომი. ამგვარი საფასო სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების სანდოობას და მანქანების ხელმისაწვდომობას მათთვის ვინც მზად არის გადაიხადოს ოდნავ მეტი. როდესაც დინამიური საფასო სისტემა აქტიურდება ეს უბიძგებს მძღოლებს, რომ გამოვიდნენ სამუშაოთ რათა მეტი შემოსავალი მიიღონ შესაბამისად მეტ მგზავრს მოემსახურონ სწრაფად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად. მგზავრი ყოველთვის იქნება იმფორმირებული ფასის ცვლილების შესახებ და მიიღებს შესაბამის ინფორმაციას აპლიკაციაში.

Taxify Tbilisi surge price

როდის ველოდო დინამიური ფასის ამოქმედებას?

უმეტეს შემთხვევაში სისტემა აქტიურდება დილის და საღამოს პიკის საათების დროს, და როგორც წესი გრძელდება 1-2 საათი, მანამ სანამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მანქანა არ გათავისუფლდება. შესაბამისად, თუ საშუალება გაქვთ რომ დაელოდოთ და ზედმეტი არ გადაიხადოთ, საცობების გადავლისთანავე ფასი აუცილებლად დაუბრუნდება სტანდარტულ ნიშნულს და ისარგებლებთ რეგულარული ტარიფით.