ჩვენთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია!

March 28, 2016

Taxify-ს აპლიკაციაში შეფასების დატოვებით თქვენ გვეხმარებით სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ, რა ხდება დაბალი შეფასების დაწერის შემდეგ – როგორ ვიყენებთ თქვენგან მიღებულ ინფორმაციას იმისთვის, რომ მომავალში უფრო კომფორტული სერვისი მოგაწოდოთ.

blog on negative feedback

ტაქსიფაი გპირდებათ, რომ

  1. ფასი (0.15%) – გვესმის რომ საცობებისას, Taxify საშუალოზე მეტს წერს, მაგრამ ის აუცილებლად მოვა. სამწუხაროდ ამის გამოსწორება არც ისე მარტივია, მაგრამ შეგვიძლია წინასწარ გითხრათ სავარაუდო ტარიფი, სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად
  2. ხურდა (0.20%) – ჩვენ ახლახანს ბარათით გადახდის ფუნქცია დავამატეთ აპლიკაციაში. რის მეშვეობითაც, არც ნაღდი ფული, არც დრო და არც ხურდა აღარ დაგჭირდებათ გადახდისას
  3. მარშრუტი (0.26%) – ჩვენ თვითონ გამოვთვლით ოპტიმალურ მარშრუტს, მანძილისა და საცობების გათვალისწინებით. თქვენ უბრალოდ მიუთითეთ დანიშნულების ადგილი აპლიკაციაში.
  4. მანქანის ხარისხი (0.26%) – ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ მანქანებს ქსელში ჩართვამდე, მაგრამ თუ ხარვეზები ჩვენს თვალს გამოეპარა, თქვენი შეფასებით ვიხელმძღვანელებთ
  5. სერვისის ხარისხი (0.27%) – ჩვენ მძღოლებისთვის ყოველ კვირას ვატარებთ ტრეინინგს. სადაც, კლიენტებთან მომსახურების სტანდარტებს ვასწავლით. მაგრამ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხეთ მძღოლის ქცევა Taxify-ს სტანდარტებს შევუსაბამოთ, მაშინ  მასთან სამუდამოდ გავწყვეტთ თანამშრომლობას.

თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ…

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით რომ პიკის საათში მოერიდოთ მგზავრობას (მაგრამ არჩევანის საშუალებას მოგცემთ, რომ თავად გადაწყვიტოთ). შეიყვანეთ თქვენი მარშრუტი აპლიკაციაში და ჩვენ გეტყვით სავარაუდოდ რა დაგიჯდებათ მგზავრობა.

შეიყვანეთ პლასტიკური ბარათი პროგრამაში, იმგზავრეთ და საერთოდ დაივიწყეთ გადახდა. თქვენი ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრება ზუსტი თანხა. ქვითარს კი ელ. ფოსტაზე მიიღებთ.

მგზავრობამდე აპლიკაციაში შეიყვანეთ დანიშნულების ადგილი და თქვენი მძღოლი ავტომატურად მიიღებს ინსტრუქციას ოპტიმალურ მარშრუტზე.

უბრალოდ შეაფასეთ მგზავრობის დასრულების შემდეგ თქვენი მძღოლი და გვითხარით რა მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით თქვენს შეფასებას და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.