ტაქსის სერვისი, რომელშიც ნამდვილად არ ეწევიან!

March 26, 2016

პირველად საქართველოში! ტაქსის სერვისი, რომელშიც ნამდვილად არ ეწევიან!

ახლა კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ იმისათვის, რომ სიგარეტი არ მოწიოთ.

რამდენჯერ გაუფუჭებია სიგარეტის კვამლით სავსე ტაქსის თქვენი მხიარული განწყობა? თანაც ბონუსად მიგიღიათ ტანსაცმელსა და თმაზე უსიამოვნო სუნი. შესაძლოა ოდესმე გაგიბედავთ და მძღოლისთვის სიგარეტის გადაგდება გითხოვიათ, მაგრამ ამით (დიდი ალბათობით) მისი თქვენდამი კეთილგანწყობის მეტი არაფერი შეცვლილა?

არადა, ყველაფერი ძალიან მარტივია: საჯარო ტრანსორტით სარგებლობისას სიგარეტის მოწევა სხვების უფლებებს არღვევს. ერთი ღერის მოწევაც საკმარისია მანქანის სიგარეტის კვამლით გაჟღენთისთვის. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ მანქანას იძახებს უამრავი არამწეველი მგზავრი (თუნდაც ორსული, ალერგიის მქონე, ბავშვი…) და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – Taxify-ს სერვისით სარგებლობისას როგორც მძღოლებს, ასევე მგზავრებს სიგარეტის მოწევა ეკრძალებათ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ გადახაზულსიგარეტიანი ლოგოს ატვირთვა საიტზე საკმარისი არ არის და არც მანქანაში დაკრული სტიკერებია საკმარისი – ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის მართლაც არამწეველი სერვისის მიწოდებაა.

Taxify ყველანაირად ცდილობს, რომ მძღოლებმა გაგიწიონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. თუმცა, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ეს ასე არ ხდება, აუცილებლად უნდა დაგვიტოვოთ კომენტარი მგზავრობის დასრულების შემდეგ. ჩვენ ყოველდღიურად ვეცნობით შეფასებებს და თითოეულ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. მაგალითად, მძღოლის მიერ სიგარეტის მოწევა მის დაბლოკვას იწვევს სისტემიდან გარკვეული დროით.

Healthy-Living-Apple

Taxify-ს დამსახურებით 1 წლის განმავლობაში 8 მძღოლმა სიგარეტის მოწევაზე სამუდამოდ თქვა უარი. დიდი ალბათობით და ჩვენი ძალისხმევით ეს ციფრი უფრო და უფრო გაიზრდება 🙂

Taxify მხარს უჭერს ცხოვრების ჯანსაღ წესს. Taxify-ს მანქანებში არ ეწევიან. ჩვენ სუფთა ჰაერის სუნთქვას ვთავაზობთ როგორც მწეველ, ასევე არამწეველ მგზავრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტაქსებში მოწევას კანონიც დაარეგულირებს. იქამდე კი საკუთარი ძალებით და დიდი მონდომებით შევეცდებით ჩვენს მომხმარებლებს არამწეველი სერვისი მივაწოდოთ.