კომპანია Taxify-ს მომხმარებლებს ტაქსის სერვისის საფასურის გადახდა უკვე ბარათის მეშვეობით შეუძლიათ

March 14, 2016

 

ტაქსის სერვისის მომხმარებლებისათვის Taxify-ს სასიამოვნო სიახლე აქვს – 2016 წლის მარტიდან ამოქმედდა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა. Taxify მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს და ინოვაციური ფუნქციების შეთავაზებით ხშირად ანებივრებს.

ბარათით გადახდის მეშვეობით მგზავრებს უამრავი პრობლემა ეხსნებათ – ბანკომატში არასაკმარისი თანხა, სახლში დარჩენილი საფულე და სხვა მოულოდნელობები ახლა დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. მეტიც – Taxify-ს ყოველთვის აქვს ხურდა!

Taxify-ს უნაღდო ანგარიშსწორებით სარგებლობა მარტივია – საჭიროა აპლიკაციაში საკრედიტო ბარათის (ან სადებიტო ბარათის) მონაცემების ერთჯერადად მითითება.  

ბარათის მონაცემების დამატების შემდეგ, მგზავრი მზადაა ნებისმიერ დროს ისარგებლოს Taxify-ს მობილური გადახდით:

  1. მომხმარებელი აპლიკაციაში ადასტურებს მისამართს.
  2. ირჩევს გადახდის მეთოდს.
  3. იძახებს მანქანას.

 

 

მგზავრობის საფასურის ოდენობა მომხმარებლის აპლიკაციაში ჩანს, ელექტრონული ქვითარი კი მის ელ. ფოსტაზე იგზავნება. ამ სისტემის წყალობით როგორც მგზავრს, ასევე მძღოლს უამრავი დრო ეზოგება.

თითოეული მგზავრობის შემდეგ მომხმარებელი აფასებს მძღოლს 5 ვარსკვლავიანი სისტემით. ასევე აქვს კომენტარის დატოვების შესაძლებლობა. მომხმარებლის უკუკავშირი Taxify-ს სერვისის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარება.