Taxify-ს მომხმარებლის გამოცდილება

February 11, 2016

Taxify  – ეს სიტყვა უკვე ძალიან ბევრს სმენია. თუმცა, თითოეულს მეტ-ნაკლებად განსხვავებული წარმოდგენა აქვს მასზე. სამართლიანი იქნება დავასკვნათ, რომ Taxify-ს ყველაზე უკეთ მისი მომხმარებელი იცნობს. ამიტომ გადავწყვიტეთ სწორედ მისგან შეგვეტყო როგორია მგზავრის თვალით დანახული Taxify.

სალომე ყვავილაშვილი კლინიკა „ მედიკომის“ გენერალური დირექტორი

სალომე ყვავილაშვილი ტაქსიფაიზე:

Taxify customer interview

“დაახლოებით 2 თვის წინ ჩემმა მეგობარმა მიამბო ტაქსიფაის შესახებ.

მითხრა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას მოდის ტაქსი, ამასთანავე საჭირო არ არის ოპერატორთან დარეკვა და მისამართის ახსნა.

თავიდან ვიფიქრე, რომ როგორც სხვა ყველა ტაქსი, ტაქსიფაის მძღოლები ადგილმდებარეობიდან გამომდინარე იტყოდნენ უარს და არ მოვიდოდნენ. თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა, რადგან 5 წუთში მანქანა უკვე ჩემს სახლთან იყო. ძალიან კარგი მძღოლები გყავთ, ნამდვილად შეიმჩნევა განსხვავება მომსახურების მხრივ.

ყველაზე მეტად ტაქსიფაიში მომწონს ის, რომ ყოველთვის ვიცი რამდენ წუთში მოვა მანქანა. ტაქსიფაიმდე ისეც მომხდარა, რომ ოპერატორთან 5-10 წუთზე შეთანხმების მიუხედავად ნახევარი საათი მიცდია და მანქანა საერთოდ არ მოსულა. ასეთი რამ ტაქსიფაიში არასდროს ხდება. ამასთანავე, ტაქსიფაის სერვისი მოსახერხებელია ჩემი არასრულწლოვანი შვილებისთვის. მე ვიძახებ მათთვის ტაქსის და მშვიდად ვაკვირდები მათ მგზავრობას.

აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დროში ძალიან ვარ შეზღუდული. ჩემთვის თითოეულ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა ტაქსის გამოძახებასა და ლოდინში მინიმალურ დროს ვხარჯავ. შეიძება ითქვას, რომ ტაქსიფაიმ ყველაზე პრიორიტეტული – დროის პრობლემა მომიხსნა.

ტაქსიფაი ადამიანი რომ ყოფილიყო, ძალიან მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლობის მქონე იქნებოდა.

ასე გააგრძელეთ და შეინარჩუნეთ მაღალი ხარისხის სერვისი!”

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ Taxify მომხმარებლებს უზოგავს დროს, სთავაზობს კომფორტულ მგზავრობას და თავიდან აცილებს ქართულ ტაქსის სერვისთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. მოკლედ რომ ვთქვათ, ამსხვრევს სტერეოტიპებს ქართულ „ტაქსის კულტურაზე“. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ თქვენ ხარისხიან მომსახურებას იმსახურებთ!

P.S. თქვენ რას ფიქრობთ Taxify-ზე?