2015 წელი Taxify-სთან ერთად

January 24, 2016

როგორც წესი, წლის მანძილზე ყურადღებას მძღოლების დაბალ შეფასებაზე ვამახვილებდით, ვარკვევდით ხარვეზის დეტალებს და დროულად ვცვლიდით არსებულს უკეთესობისკენ. თუმცა, წლის ბოლოს უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. რა შეიძლება იყოს უკეთესი მოტივატორი, ვიდრე ჩვენი მომხმარებლების პოზიტიური შეფასება? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავარკვევთ, გადავხედოთ კომენტარებს, რომლებიც მომხმარებლებმა მგზავრობის შემდეგ Taxify-ს აპლიკაციის მეშვეობით დატოვეს.

ვარსკვლავის შემადგენელი თითოეული სიტყვა Taxify-ს უძვირფასესი მგზავრის დაწერილია. შედარებით დიდი ასოებით ის სიტყვები წერია, რომელიც ხშირად მეორდებოდა.
Taxify 2015

Great, ძალიან კარგი, thanks, კმაყოფილი, excellent, სუფთა, best, super, good… მძღოლის, მანქანის, აპლიკაციისა, თუ საერთოდ სერვისის მისამართით დაწერილი თითოეული სიტყვა ჩვენში ძალიან დიდ სიხარულს იწვევს. ვრწმუნდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ და ამ გზაზე Taxify-ს თითოეული მგზავრის სახით უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გვიდგას გვერდით.

გმადლობთ, თითოეული კომენტარისთვის. 2015 წელს ერთი სიტყვით რომ ვახასიათებდეთ, სწორედ თქვენი დამსახურებით დავარქმევდით მას წარმატებულს.

ჩვენ გვსურს, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო მეტი პოზიტიური შეფასებებით შევხვდეთ. რასაკვირველია, ვაცნობიერებთ, რომ ამისათვის საკმაო შრომა და ძალისხმევა დავჭირდება. თქვენგან წამოსული დადებითი მუხტის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება.

გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ 2015 წელი. გპირდებით, რომ 2016 წელს კიდევ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლეს შემოგთავაზებთ!