#გზაშივარ გაუზიარე მგზავრობა მეგობრებს

January 29, 2016

გსურთ მეგობარს უამბოთ თქვენი მგზავრობის შესახებ, მაგრამ მძღოლთან ერთად თითოეულ დეტალზე საუბარი გეუხერხულებათ? შეიძლება, უბრალოდ ამის დრო არ გაქვთ. ზოგჯერ დარეკვა გიწევთ, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი სავარაუდო მისვლის დრო აცნობოთ, საცობის გამო კი ამის გაკეთება რამოდენიმეჯერ გიწევთ. ან, იქნებ, თქვენს მენეჯერს არ სჯერა გადატვირთულ მორაობასთან დაკავშირებული დაგვიანების მიზეზის? Taxify-ს წყალობით ამიერიდან ეს ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება.

კიდევ ერთი სიახლე Taxify-სგან მომხმარებლებს საკუთარი მგზავრობის მეგობართან გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

მგზავრობის მონაცემების გაზიარება აპლიკაციიდან ხდება. ადრესატი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს ლინკს და მასზე გადასვლით იხილავს მგზავრობის დეტალებს: რუკაზე მონიშნულ მარშრუტს, გამოძახების დროს, მისამართს, მანქანისა და მძღოლის მონაცემებს.

Taxify_Tbilisi_taxi_app_booking_ride_service

ჩვენს წარმატებულ და საქმიან მომხმარებლებს, ახალი ფუნქცია დეტალების ასახსნელად საჭირო დროს უზოგავს. ის ადამიანები კი ვინც მათ ელოდებიან, შეძლებენ მშვიდად ადევნონ თვალი, თუ როგორ უახლოვდებათ მათთვის ძვირფასი ადამიანი ყველაზე სანდო და კომფორტული ტაქსით!

მაშ ასე: Taxify-ს ინოვაციურ ფუნქციებთან ერთად თქვენი მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება.