Garage48-ის დამფუძნებელი ჰაკატონის ჩასატარებლად თბილისს ეწვია!

September 25, 2015

 

25-27 სექტემბერს,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში Garage48-ის პირველი ჰაკატონი ჩატარდება. პროექტი მიზნად ისახავს ტალანტების აღმოჩენას, ახალი იდეებისა და სტარტაპების შექმნას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.

 

Garage48

კრეატიულ და გამოცდილ უცხოელ მენტორებთან ერთად თბილისს Garage48-ის დამფუძნებელი მარტინ ვილიგი ეწვია. ვილიგი სტარტაპ ბიზნესის სფეროში ერთერთი ცნობილი ფიგურაა. მისი კარიერა უკავშირდება დამწყები კომპანიების განვითარებას, ამიტომაც დღეს უკვე, როგორც შემდგარი ბიზნესმენი, იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა ენთუზიასტებს დახვეწონ მათი ბიზნეს იდეები და შექმნან ინოვაციური პროდუქტები.

მარტინ ვილიგის სახელს უკავშირდება ბევრი პროექტი, რომელთა შორის, ქართველი მომხმარებლებისთვის, ყველაზე ცნობილი არის კომპანია Taxify. ტაქსიფაი არის ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2013 წელს ესტონეთში დაარსდა. კომპანიის პროდუქტს წარმოადგენს ტაქსის გამოძახების აპლიკაცია მომხმარებლებისთვის, კორპორატიული მომსახურების ფუნქცია ბიზნესებისთვის და მართვის სრული პანელი ტაქსის კომპანიებისთვის. დაარსებიდან მოკლე დროში, ტაქსიფაი საერთაშრისო ბრენდად იქცა და ამჟამად წარმატებით ოპერირებს ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.

2

თბილისში ყოფნის დროს „Skype Mafia“-ს წევრი მარტინ ვილიგი დაესწრება Garage48-ის ჰაკატონს, როგორც მენტორი, სპიკერი და ჟიურის წევრი. იგი თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა ლიდერებს გაუზიარებს.