Taxify Business – ზუსტად ის, რაც გჭირდებათ!

June 18, 2015

თქვენი კორპორატიული ტაქსი

გიფიქრიათ, რამდენ დროს და ძალისხმევას ხარჯავთ ტაქსის კორპორატიული სერვისის მისაღებად?! თითქოს ყველაფერი მოაგვარეთ, მოიძიეთ ტაქსის კომპანია, შეათანხმეთ ტარიფები, გააფორმეთ ხელშეკრულება და რეკავთ დისპეჩერებთან ტაქსის გამოსაძახებლად. ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, თუმცა თქვენც ატყობთ, რომ უკეთესადაც შეიძლება…

ხშირად ისე ხდება, რომ ტაქსი ძალიან იგვიანებს, ან ვერ აგნებს მისამართს. ხანდახან მძღოლი მრიცხველს არ იყენებს და არასამართლიან ფასს გეუბნებათ. თვის ბოლოს კი გიწევთ უამრავი ქვითრის ხელით დათვლა და ხშირ შემთხვევაში სწორ თანხას ვერ იღებთ. იმასაც ვერ აკონტროლებთ, რამდენად მიზნობრივად გამოიყენეს კორპორატიული ტაქსის სერვისი თქვენმა თანამშრომლებმა.

Taxify Business არის ის, რაც თქვენს ტაქსის სერვისს საიმედოს, ეფექტურს და ხარისხიანს გახდის. ეს უნიკალური პროდუქტი შეიქმნა ესტონეთში კომპანია ტაქსიფაის მიერ სპეციალურად ტაქსის კორპორატიული სერვისის მიმწოდებლებისთვის და მომხმარებლებისთვის.

ერთი პროგრამა გადაგიჭრით ყველა პრობლემას:

აკონტროლეთ ტრანსპორტირების ხარჯი – კომპანიისთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია. Taxify Business-ში ხელმისაწვდომია ინფორმაცია თითოეული კორპორატიული გამოძახების ფასის შესახებ. ეს პროგრამა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ არამიზნობრივი ხარჯები.
თავიდან აირიდეთ თაღლითობის ალბათობა – მიიღეთ დეტალური მონაცემები ყველა კორპორატიული გამოძახების შესახებ: მგზავრობის ფასი, თარიღი და დრო. ასევე, იდენტიფიცირებულია მძღოლიდა მგზავრი.

გაიმარტივეთ საქმე და დაზოგეთ დრო – არანაირი ფურცლები და ქვითრები! Time to get digital… სისტემურად გენერირებულ ინვოისს მიიღებთ თვის ბოლოს. ეჭვი არ გვეპარება, რომ კომპანიაში ქვითრების დათვლაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, გამოიყენეთ თქვენი დრო ეფექტურად.
მიიღეთ თანამედროვე და დახვეწილი მომსახურება – თქვენ და თქვენი თანამშრომლები იმსახურებთ 21-ე საუკუნის სერვისს. გამოიძახეთ ტაქსი თქვენი სმარტფონიდან Taxify აპლიკაციის საშუალებით და დააკვირდით რუკაზე თუ, როგორ გიახლოვდებათ ტაქსი.

Taxify Business არის ყველაზე საიმედო, სწრაფი, მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი:

  • არანაირი ფარული ხარჯები და ბიუროკრატია
  • უფასო აპლიკაცია და უფასო სისტემა
  • მისაღები და სამართლიანი ტარიფები
  • ტაქსის გამოძახების მარტივი და სწრაფი პროცესი
  • კმაყოფილი ადმინისტრატორი და თანამშრომლები

Taxify Business, ყველაზე დახვეწილი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული ტაქსის კორპორატიული სერვისი, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით!

You’ll love Taxify, we promise!